geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის კაროლი გასპარისა და ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტებში (უნგრეთი), ისევე როგორც გრანადას უნივერსიტეტში (ესპანეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევრიპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

1.  კაროლი გასპარის უნივერსიტეტის შემთხვევაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების აკადემიურ პერსონალს;

  • მობილობის პერიოდი: 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

2.  ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის შემთხვევაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების აკადემიურ პერსონალს

  • მობილობის პერიოდი: 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრი

 

3.  გრანადას უნივერსიტეტის შემთხვევაში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ესპანური ფილოლოგიის აკადემიურ პერსონალს

  • მობილობის პერიოდი: 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი (არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივლისისა)

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.